Saturday, May 14, 2011

ერმიტაჟის მუზეუმი

ერმიტაჟის მუზეუმი - პეტერბურგში, რუსეთი, ერთ-ერთი უდიდესი, უძველესი და უმნიშვნელოვანესი ხელოვნების გალერეა მსოფლიოში. ერმიტაჟის ვრცელი კოლექციები გამოფენილია ექვს ძირითად შენობაში; მათგან მთავარი ზამთრის სასახლეა, რომელიც უწინ რუსეთის მეფეთა ოფიციალური რეზიდენცია გახლდათ.
ერმიტაჟის კოლექციებიდან უმნიშვნელოვანესია მიქელანჯელოს, ლეონარდოს, რუბენსის, ვან-დეიკის, რემბრანდტის, პუსენის, კლოდ ლორენის, ვატოს, ტიეპოლოს, კანალეტოს, კანოვას, როდენის, მონეს, პისაროს, რენუარის, სეზანის, ვან-გოგის, გოგენის, პიკასოსა და მატისის ნამუშევრები. თუმცა აქ სანახავი გაცილებით მეტია - მათ შორის რუსეთის იმპერიის რეგალია, ფაბერჟეს სამკაულების საუცხოო კოლექცია და შთამბეჭდავი უძველესი ოქროს ნაკეთობათა ნიმუშები.
ეკატერინე დიდმა მუზეუმის შექმნის საქმე ევროპაში 250 ფერწერული ტილოს შესყიდვით წამოიწყო 1764 წელს. ამავე დროს რესეთის ელჩებს უცხოეთის ქვეყნებში დაევალათ შეეძინათ საუკეთესო კოლექციები, რომელთა ყიდვაც კი შეიძლებოდა, რომელთა შორის იყო: ბრულის კოლექცია საქსონიაში, კროზატისა საფრანგეთში და ვალპოლის გალერეა ინგლისში. ეკატერინე საკუთარ მხატვრულ გალერეას უწოდებდა "ჩემს ერმიტაჟს", ვინაიდან ძალიან იშვიათად თუ ვინმე დაიშვებოდა მასში მოთავსებული სიმდიდრის დასათვალიერებლად. ერთ-ერთ საკუთარ წერილში მან აღნიშნა კიდევ, რომ "მხოლოდ თაგვებს და მე შეგვიძლია ყოველივე ამით დატკბობა".

სანკტ–პეტერბურგი,ერმიტაჟი

სანკტ–პეტერბურგი,ერმიტაჟი


View Hermitage museum in a larger map