Monday, June 13, 2011

რენესანსის ხანა



რენესანსის ხანა

რენე,სანსი ასევე აღორძინება (ძვ. ფრანგ. Renaissance, ნიშნავს "ხელმეორედ დაბადებას"; იტალ.: Rinascimento, re- "ხელახლა" და nascere "დაბადება"), გაიგივებულია ევროპის ისტორიულ-კულტურულ ეპოქასთან, რომელმაც შეცვალა შუა საუკუნეები და წინ უძღოდა რეფორმაციას (თანამედროვე ეპოქის ადრეული პერიოდი). ამ ეპოქის ქრონოლოგიური ჩარჩოები XIV—XVI საუკუნეებია, დაიწყო რა იტალიაში გვიან შუა საუკუნეებში და მოგვიანებით მთელ ევროპაში გავრცელდა.

აღორძინების ეპოქის განმასხვავებელი თვისება იყო კულტურის საერო ხასიათი და მისი ანთროპოცენტრიზმი (ანუ ინტერესი, პირველ რიგში, ადამიანისა და მისი მოღვაწეობის მიმართ). ღვივდება ინტერესი ანტიკური კულტურის მიმართ, ხდება რა მისი ერთგვარი "ხელახალი დაბადება", რაზეც თვით ტერმინი მიუთითებს.

ტერმინი "აღორძინება" გვხვდება უკვე იტალიელ ჰუმანისტებთან XVI საკუნეში (მაგ. ჯორჯო ვაზარი). თანამედროვე მნიშვნელობით ეს ტერმინი შემოიღო XIX საუკუნის ფრანგმა ისტორიკოსმა ჟიულ მიშლემ. ამჟამად ტერმინი "აღორძინება" გადაქცეულია კულტურული აყვავების მეტაფორად (მაგ. IX საუკუნის კაროლინგისეული აღორძინება).

იტალიური რენესანსი XV საუკუნეში წარმოადგენდა დასავლეთის კლასიკურ ანტიკურობასთან დაახლოებას, ცოდნის აბსორბციას, ყურადღების გადატანას ბედნიერი ცხოვრების მნიშვნელოვნებაზე ამწყოში (რელიგიური საიქიოს ნაცვლად). მის სწრაფ გავრცელებას სხვა ფაქტორებთან ერთად ხელს უწყობს ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოგონება, რამაც ცოდნის გავრცელებაზე ჯაჭვური რეაქცია მოახდინა. ამასთან ხელოვნებაში, პოეზიაში და არქიტექტურაში ახალი ტექნიკის შექმნამ თავისდა წილად განაპირობა ხელოვნებისა და ლიტერატურის სტილისა და შინაარსის რადიკალური შეცვლა (ან ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით, შემობრუნება კლასიციზმისკენ). იტალიური რენესანსი ხშირად გაიგივებულია "თანამედროვე" ეპოქის დასაწყისთან.

მართალია ანტიკურმა იდეალებმა დიდი როლი ითამაშა ახალი ხელოვნების შექმნაში, მაგრამ მაინც ეს იყო დასავლეთ ევროპის ქვეყნების (ბელგია, ჰოლანდია, გერმანია, იტალია) განვითარების შედეგი. პირველ რიგში ეს განპირობებული იყო ადრეული კაპიტალისტური ურთიერთობების ჩასახვით და ბურჟუაზიული იდეალების (მატერიალიზმი) წინ წამოწევით. ადამიანი კვლავ ხდება მთავარი ფასეულობა, დგება ინტერესების ცენტრში. რაციონალიზმი, ჰუმანიზმი და ინდივიდუალიზმი ხდება რენესანსის ხანის შემოქმედთა მთავარი დევიზი — "რეალური ადამიანი რეალურ გარემოში".

თანამედროვე ისტორიკოსები რენესანსის მოდერნულობას სკეპტიციზმით უყურებენ, თვლიან რა რენესანსს როგორც ჰუმანიზმზე და კლასიკურობაზე დამყარებულ კულტურულ პროგრამას ან მიმდინარეობას, ვიდრე სრულიად ისტორიულ ეპოქა



Sunday, June 12, 2011

ცნობილი ნახატების უცნაური და იდუმალი ისტორიები

ცნობილი ნახატების უცნაური და იდუმალი ისტორიები

გქონდეს საკუთარი პორტრეტი და თანაც ცნობილი და აღიარებული ავტორისგან შექმნილი – მრავალთათვის ოცნებად რჩება. თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაშიც კი მოიძებნება არცთუ ცოტა ადამინი ,ვისაც გამოსაჩენ ადგილზე სწორედ ფერწერული ტილოს დაკიდება სურს. ზოგიერთი ინტერიერის გასალამაზებლად პეიზაჟს ან ნატურმორტს კიდებს, და არც კი ფიქრობს იმაზე, რომ თითოეული სურათი თავის ენერგეტიკას ატარებს. და მითუმეტეს როცა ისტორიაში მრავალი მაგალითი არსებობს , თუ როგორ გავლენას ახდენდნენ ნახატები თავის მფლობელებზე, მენატურეებზე ანდა უბრალოდ ადამიანებზე, რომელთაც მხოლოდ თვალი შეავლეს მათ. ვიღაცისთვის ეს შეიძლება უბრალოდ დამთხვევა იყოს, თუმცა დამთხვევები ძალიან ბევრია და როგორც ამბობენ, ერთხელ -შემთხვევაა, ორჯერ – დამთხვევა, სამჯერ კი – კანონზომიერება…

მრავალი სპეციალისტი თვლის, რომ ზოგიერთი ტილოს შექმნისას ბნელი და იდუმალი ძალები არიან ჩართული, უამრავი ცნობილი ტილოს ირგვლივ განსაცვიფრებელი და აუხსნელი მოვლენები ხდებოდა – ხანძარი, სიკვდილი, ავტორთა სიგიჟეები…






ერთ-ერთი მათგანია ესპანელი მხატვრის ჯოვანი ბრაგოლინის მართლაც, რომ დაწყევლილი ფერწერული ტილო – ”მტირალა ბიჭუნა”.
მხატვარს სურდა დაეხატა მტირალა ბიჭუნა და მენატურედ მისი პატარა შვილი მიიყვანა, რადგან პატარას დაკვეთით ტირილი არ შეეძლო,მამამისს კი რეალისტური სურათის დახატვა სურდა, უნთებდა რა თვალებთან ასანთს , სანამ ბავშვს ცრემლებამდე არ მიიყვანდა. მხატვარმა იცოდა, რომ მის შვილს პანიკურად ეშინოდა ცეცხლის,მაგრამ ხელოვნება მისთვის უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე საკუთარი შვილის ნერვები და ის კვლავ აგრძელებდა მის დაცინვას. ერთხელაც ისტერიკამდე მისულმა ბიჭუნამ ვეღარ მოითმინა და იყვირა : ”თავადაც დამწვარხარ”. წყევლამ არ დააყოვნა – 2 კვირის თავზე, ბიჭუნა პნევმონიისგან გარდაიცვალა, მალევე კი საკუთარ სახლში მხატვარი ამოიწვა. სურათი კი გადარჩა. ეს ამ სურათის მხოლოდ პრეისტორიაა…
თავის ბოროტი რეპუტაცია ამ რეპროდუქციამ 1985 წელს , ინგლისში შეიძინა. ეს კი უცნაური დამთხვევების წყალობით მოხდა – ჩრ. ინგლისში ერთი-მეორის მიყოლებით ხდებოდა საცხოვრებელი სახლების დაწვა, იყო მსხვერპლიც. ზოგიერთი დაზარალებული იხსენებდა, რომ მათი საკუთრებიდან გადარჩა მხოლოდ იაფი რეპროდუქცია, რომელზეც გამოსახული იყო მტირალა ბიჭუნა, ამგვარი ცნობები კი სულ უფრო იზრდებოდა. აღსანიშნავია, რომ ხანძარი ჩნდებოდა იმ ოთახიდან სადაც ეს სურათი იმყოფებოდა, ამას უბრალო და სულელურ დამთხვევად ჩათვლიდნენ, რომ არა ის ფაქტი, რომ ნახატის ირგვლივ უკლებლივ ყველაფერი ნადგურდებოდა , ნახატი კი დაუზიანებელი რჩებოდა. მალე მისი შეძენა საერთოდ აიკრძალა. სხვათაშორის ორიგინალი დღემდე დაკარგულად ითვლება



სხვა ”ცეცხლოვან” შედევრად ითვლება მონეს ”წყლის ლილიები”. მისი პირველი მსხვერპლი თავად მხატვარი გახდა. სურათის დამთავრებიდან მალე მისი სამხატვრო ბეწვზე გადაურჩა დაწვას. გაურკვეველი მიზეზებით დაიწვა ნახატის ახალი მფლობელების- კაბარე მონმარტზე, ფრანგი მეცენატის სახლი, სადაც ხანძარი ზუსტად იმ ოთახში გაჩნდა, სადაც სურათი ეკიდა და ნიუ-ორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიც კი. ამჟამად სურათი იმყოფება საფრანგეთში, მორმორტონის მუზეუმში და თავისი ”ცეცხლსაშიში” შესაძლებლობანი არ გამოუვლენია… ჯერჯერობით … :)

სხვა ნაკლებად ცნობილი და გარეგნულად უმნიშვნელო ”ცეცხლისგამჩაღებელი” ნახატი ედინბურგის სამეფო მუზეუმში კიდია. ესაა პორტრეტი მოხუცი კაცის გაწვდილი ხელით. ამბობენ, რომ ხანდახან მოხუცის თითები მოძრაობს და ვინც ამ უჩვეულო მოვლენას დაინახავს აუცილებლად მოკვდება ცეცხლით. პორტრეტის ორი ცნობილი მსხვერპლი- ლორდი სეიმური და საზღვაო ფლოტის კაპიტანი ბელფესტია. ორივე მათგანი ირწმუნებოდა, რომ დაინახეს თუ როგორ გაამოძრავა თითები მოხუცმა. მალე ორივე ცეცხლში ამოიწვა. ცრუმორწმუნეები ამაოდ ცდილობდნენ დირექტორის დაყოლიებას ნახატის კედლიდან მოხსნაზე, რადგან სწორედ ამ სურათით იზიდავდა მუზეუმი მნახველებს





დავინჩის ”ჯოკონდა” არამარტო აღფრთოვანებას, არამედ შიშსაც კი იწვევდა ადამიანებში. სურათი თითქოს გაურკვეველი სახით უარყოფითად მოქმედებს მნახველებზე, ვინც დიდი ხნით უყურეს მას. აღწერილია ასობით შემთხვევა, როცა ხანგრძლივად მოცქირალთ გონება დაუკარგავთ. ყველაზე გახმაურებული ფაქტი კი სტენდალს უკავშირდება, რომელსაც სურათის აღფრთოვანებით ცქერისას გული წაუვიდა. თავად მონა ლიზა, რომელიც მხატვართან პოზიორობდა ადრეულ ასაკში- 28 წლსა დაიღუპა, ხოლო თავად ოსტატი თითქოსდა შეპყრობილი იყო სურათით – მუდმივად ასწორებდა დეტალებს, უამრავჯერ გადახატა და შეასწორა, ხატვისას კი ხშირად გამოსცლია ძალა. მას არცერთ სურათზე ამდენი დრო არ დასჭირვებია, რაც ”ჯოკონდაზე” დასჭირდა, მიუხედავად ამისა თვლიდა, რომ რაც სურდა იმას ვერ მიაღწია…



დიეგო ველასკესის ”ვენერა სარკესთან” -აც დამსახურებულად ითვლებოდა უცნაურ და იდუმალ ფერწერულ ნიმუშად. ყველა, ვინც მას ყიდულობდა ან კოტრდებოდა ან იღუპებოდა ძალადობრივი სიკვდილით. პირველი მეპატრონე – ესპანელი ვაჭარი იყო, რომელიც გაკოტრდა, მისი მდგომარეობა დღითიდე უარესდებოდა, სანამ მისი საქონლის უმეტესი ნაწილი მეკობრეების მიერ არ იქნა დატაცებული , ჩაიძირა რამოდენიმე გემიც. მან ყველაფერი გაყიდა, რაც გადარჩა , თავიდან მოიშორა სურათიც. იგი მოიპოვა სხვა ესპანელმა ვაჭარმა, რომელსაც მდიდარი საწყობი ქონდა პორტში. ის ის იყო ფული გადაიხადა სურათში, რომ საწყობები მოულოდნელი მეხისაგან სულ დაიწვა . მეპატრონე გაკოტრდა. და ისევ აუქციონი, და ისევ იყიდება სურათი გადარჩენილი ნივთებთან ერთად და ისევ ხვდება სურათი მდიდარი ესპანელის ხელში. სამი დღის თავზე იგი დაჭრეს საკუთარ სახლში ქურდობის დროს
ამგვარი რეპუტაციის გამო ნახატი დიდხანს ვერ პოულობდა ახალ მეპატრონეს და სხვადასხვა მუზეუმებში ტრიალებდა, ერთ-ერთში კი თავს დაესხა შეშლილი დამთვალიერებელი და დანით დასერა




შემდეგ ”დაწყევლილ” ნახატად , რომელიც ფართოდაა ცნობილი ითვლება კალიფორნიელი მხატვარ-სიურეალისტის ბილ სტოუნჰემის “Hands Resist Him” . მხატვარმა ის 1972 წელს დახატა , ძველი ფოტოდან რომელზეც თვითონ თავის პატარა დასთან დგას თავის მშობლიურ სახლთან: ნახატზე ბიჭუნა გაურკვეველი სახის ნაკვთებით და თოჯინა, ცოცხალი გოგოს სიმაღლით თითქოსდა გაიყინნენ მინის კართან , რომელიც შიგნიდან პატარა ბავშვების ნათითურებითაა. ამ სურათთან უამრავი შემზარავი ისტორიაა დაკავშირებული. პირველად სურათი ლოს-ანჯელეს ტაიმსის მფლობელმა და ხელოვნების დიდმა მოყვარულმა ნახა, რომელიც მალე დაიღუპა. შემდეგ ნახატი შეიძინა ამერიკელმა მსახიობმა ჯონ მარლიმ, რომელიც ასევე მალე გარდაიცვალა. სწორედ აქედან იწყება საინტერესო. დიდი ხნის მანძილზე სურათი დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მერე შემთხვევით ის ნაგავსაყრელზე იპოვეს. ოჯახმა, რომელმაც ის იპოვა სახლში მოიტანა და ბავშვის ოთახში დაკიდა. პირველივე ღამეს 4 წლის ბავშვი ტირილით მივიდა მშობლებთან და შესჩივლა, რომ სურათზე ბავშვები ჩხუბობენ და მდებარეობას იცვლიან. ოთახში დააყენეს კამერა, რომელიც მოძრაობაზე რეაგირებდა, იგი ღამე რამდენჯერმე ამოქმედდა. მალე სურათი აუქციონ eBay-ზე გაიტანეს, მათ მისამართზე შეშფოთებული წერილების ზღვა დადგა, სადაც მდგომარეობის გაუარესებაზე, გონების დაკარგვასა და გულის შეტევებზე საუბრობდნენ. eBay-ზე იდო გაფრთხილება, მაგრამ ცნობისმოყვარეთ ეს არ აშინებდა. სურათი გაიყიდა 1025 $-ად. იგი იყიდა კერძო სურათების გალერეის მეპატრონემ. ახლა მის მისამართზე მოდიოდა საჩივრები. მას 2 ამერიკელი ეგზორცისტიც დაუკავშირდა და თავისი საქმიანობა შესთავაზა. ხოლო ექსტრასენსები ამბობდნენ, რომ სურათიდან ბოროტება მოდიოდა. ზოგიერთი იხსენებდა ცნობილ მკვლელობას კალიფორნიის გორაკებზე. თითქოსდა ისინი ხედავდნენ ყმაწვილს მსუბუქ მაისურში გამოწყობილს, რომელსაც აჩრდილად დასდევდა პატრა გოგონა , თითქოსდა ბიჭი მას იცავდა. მათ ტომი და ლაურა ერქვათ და საოცრად ჰგავდნენ სურათზე გამოხატულ ბავშვებს.

ფოტო, ნახატის პროტოტიპი

Saturday, June 4, 2011

i კატალოგი

ყველგან
თეატრის მხატვრობა = Театрально-декорационное искусство = Scene pa...0 / 0

2006 [გ.გ] | print 240გვ. : ილ.
           დაკავება Google Books ძიებაში დათვალიერება
ადრეული შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობა=Early medieval g...0 / 0
სხირტლაძე,ზაზა.
2008 [საქ. საპატრიარქოს საეკლესიო ხელოვნების კვლ. ცენტრი] | print XVIII, 357გვ. : ილ.
           დაკავება Google Books ძიებაში დათვალიერება
ნიკო ფიროსმანი:დაკარგული უბრალოების ძიება.= დოკუმენტური რომანი0 / 1
კაკაბაძე ,გიორგი.
2010 პეგასი. | print 324გვ. ილუსტრ. 20 x 14სმ.
           დაკავება
პეტრე ოცხელი-ცხოვრებისა და შემოქმედების ძირითადი შტრიხები: 1907-1...0 / 1

მე-2 გამოც. | [2009] ბენეფისი | print 160გვ.; 30 x 24.
           დაკავება Google Books ძიებაში დათვალიერება
თეატრის მხატვრობა :კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის კოლექცია:...0 / 1

1-ლი გამოცემა. | 2006 print 240გვ.: ილ. 29 x 24.
           დაკავება
ელენე ახვლედიანი: სურათები კერძო კოლექციიდან: 1901-1975: [ალბომი]...0 / 1

[2009] სეზანი | print [248]გვ.: ილ.; 29 X 24.
           დაკავება
ედმონდ გაბრიელ კალანდაძე: [ალბომი] = Edmond Gabriel Kalandadze0 / 1

2008 საქ.კულტ., სპორტის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო | print [160]გვ.: ნახატ. , 30 x 24.
           დაკავება
ფიროსმანი ნიკო : [გაზეთ "კვირის პალიტრის" კოლექცია]0 / 1

2011 პალიტრა L | print 96გვ.; 32 x 26.
           დაკავება
კარავაჯო:[მიქელანჯელო მერიზი: გაზეთ "კვირის პარტიის"კოლექცია]0 / 1

2011 პალიტრა L | print 96 გვ.: ილ. 32 x 26.
           დაკავება
ტიციანი : [გაზეთ "კვირის პალიტრის" კოლექცია]0 / 1

2010 პალიტრა L | print 96გვ. , 32 x 26.

წყარო