Wednesday, August 17, 2011

რა არის მხატვრობა?

არაერთი მწერლის, მხატვის, კრიტიკოსისა თუ ჩვეულებრივი ადამიანის მოსაზრება წამიკითხავს იმის შესახებ, თუ რა არის მხატვრობა. სიტყვა მხატვრობის საერთაშორისოდ მიღებული განმარტებით თუ ვიხელმძღვანელებთ, მხატვრობა ეს უბრალოდ ტილოზე (ქაღალდზე) ფუნჯით (კალმით, ფანქრით) საღებავების დატანა და რაიმე კონკრეტული სიუჟეტის გადმოცემაა. მხატვრობა როგორც თვითონ ხატვის აქტი, ასევე მისი შედეგიცაა. დახატვა შესაძლებელია თითქმის ყველანაირი სახის ზედაპირზე: ტილოზე, ფურცელზე, მუყაოზე, კედელზე, ჭერზე, ნაჭერზე, სპილენძზე, შუშაზე და სხვ. არსებობს ხატვის სხვადასხვა მიმდინარეობები, როგორებიცაა ფუტურიზმი, რეალიზმი, აფსტრაქციონიზმი, მინიმალიზმი, პლურალიზმი, კომპიტერული მხატვრობა და სხვა. სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიმდინარეობის მხატვრები სახატავად ერთმანეთისაგან განსხვავებული სახის მასალას იყენებდნენ: ზეთს, აკვარელს, აკრილს, ფანქარს, ტუშს, გრაფიტს და ა.შ.
ჩემი აზრით, თუ მხოლოდ ამ მოკლე და მშრალი განმარტებით ვიხელმძრვანელებთ, მაშინ ალბათ გამოვა, რომ ყოველი ჩვენგანი შეძლებდა ხატვას. მაგრამ ხატვა სინამდვილეში უბრალოდ ფუნჯის სწორი მოძრაობით არ შემოიფარგლება. ადამიანის ფიგურის სწორად აგება და ტილოზე საგნების თანაბრად განაწილება არ ნიშნავს, რომ იცი ხატვა. James Elkins – ის წიგნის "What painting is: how to think about oil painting, using the language of alchemy" – მხატვრობა ესაა ალქიმია. მხატვარი ნახატს ყოველგვარი წინასწარი დაგეგმვის გარეშე ხატავს, გრძნობებს მინდობილი, და მისთვის მხატვრობა ერთგვარ ექსპერიმენტად იქცევა ხოლმე.
მხატვრობა შეხების ხელოვნებაა: ფანქრის ან ფუნჯის დაჭერის ინტენსივობა. დროთა განმავლობაში, გამოცდილების მიღებასთან ერთად, მხატვრები კარგავენ იმის შეგრძნებას, თუ რომელი მონასმი იქნება უფრო სწორი, დაცულია თუ არა ყველა პროპორცია. ისინი უბრალდო ხატავენ, ისე, რომ არც იციან ამას როგორ აკეთებენ.
აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ მხატვარი პირველ რიგში ემოციის ტილოზე გადმოცემის ნიჭით ისაზღვრება და მერე უკევ შესრულების ტექნიკით. James Elkins მაგალითიც აქვს მოყვანილი თავის წიგნში ამ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ კი საყოველთაოდ ცნობილი მხატვარ–იმპრესიონისტი მონე. მისი ნამუშევრები ძალიან უბრალოა. ის თითქოს ფლობდა განწყობის გადმოცემის საიდუმლოს. ის ხატავდა მონაცრისფრო–მოლურჯო საღამოს ან ყვითელ სანაპიროს და მეტს არაფერს. თითქოს მისთვის მხატვრობა მხოლოდ შუქ–ჩრდილის თამაში იყო ტილოზე და სხვა არაფერი. ადამიანებს, რომლებიც მის ტილოებზე ხვდებოდნენ, უბრალდო თოჯინებად მიიჩნევდა, რომელთაც ის შემთხვევით ხატავდა და უმნიშვნელო როლს ანიჭებდა. მონეს ნამუშევრებში ყველაფერი სიჩუმითაა მოცული და მხოლოდ განათებას ექცევა ყველაზე დიდი ყურადღება

No comments:

Post a Comment